ყაზახეთის პრეზიდენტი - ვულოცავ მეგობარ ქართველ ერს ეროვნული ნაკრების ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე გასვლას
ყაზახეთის პრეზიდენტი - ვულოცავ მეგობარ ქართველ ერს ეროვნული ნაკრების ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე გასვლას

ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე გასვლა მიულოცა, – ინფორმაციას პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

„ვისარგებლებ ამ შესაძლებლობით, მეგობარ ქართველ ერს ეროვნული ნაკრების ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლას მივულოცავ და შემდგომ წარმატებებს ვუსურვებ“, – ამბობს ყასიმ-ჟომართ თოყაევი.

საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის ჯგუფში გაიმარჯვა და საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი ოფში თამაშის უფლება მოიპოვა, სადაც ნახევარფინალში ლუქსემბურგს მოუგო (2:0), ფინალში კი პენალტების სერიაში საბერძნეთი დაამარცხა.

ევრო 2024-ის ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ნაკრები თურქეთს, ჩეხეთსა და პორტუგალიას შეხვდება.