ყაზახეთის პირველ ლიგაში ქართველი საუკეთესოა - ყველაზე მეტჯერ სიმბოლურ ნაკრებში გრიგალაშვილი მოხვდა
ყაზახეთის პირველ ლიგაში ქართველი საუკეთესოა - ყველაზე მეტჯერ სიმბოლურ ნაკრებში გრიგალაშვილი მოხვდა

შოთა გრიგალაშვილი ყაზახეთის პირველი ლიგის 2019 წლის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა და წლის ყველაზე სასარგებლო მოთამაშე გახდა. საუკეთესო 11 მოთამაშე პროფესიული საფეხბურთო ლიგის ოფიციალურმა გვერდმა დაასახელა.

დასრულებულ სეზონში, ქართველის გუნდი, „კიზილ ჯარა“ პირველი ლიგის გამარჯვებული გახდა.

ჩემპიონატის შემდეგ, პირველი ლიგის სიმბოლური გუნდი პროფლიგის ოფიციალურმა ვებგვერდმა პარტნიორი კომპანიის, „ინსტატის“ სტატისტიკის ანალიზის საფუძველზე შეადგინა. სტატისტიკაში გათვალისწინებულია მოთამაშეთა პოზიციის სპეციფიკური მოქმედებების ზოგადი ინდექსი და სხვა ძირითადი ინდიკატორები.

„გრიგალაშვილი პასუხისმგებელი იყო „ყიზილ -ჯარას“ თამაშის შემოქმედებით მხარეზე. მან, ფაქტობრივად, ყველაფერი იცის – დარტყმა, დრიბლინგი, გადაცემა და ბურთის ართმევა. გამოცდილმა ქართველმა პლეიმეიქერმა 9 გოლი გაიტანა, ხოლო საგოლე გადაცემებით ლიგაში საუკეთესო აღმოჩნდა – 16 პასი. საერთოდ, კომპანიის, „ინსტატის“ სტატისტიკით, ქართველი სეზონის ყველაზე სასარგებლო მოთამაშე გახდა.

მონაწილეობდა გოლების 57% -ში, 81-ჯერ დაჯარიმდა, 238 წარმატებული ორთაბრძოლა ჩაიწერა, ხოლო მისი გადაცემების სიზუსტე 71%-ი აღმოჩნდა. საშუალოდ, თამაშის დროს დაუგროვდა 7 გამჭოლი გადაცემა და 3,6 დრიბლინგი. მისი სამოქმედო ინდექსი 245-ია. ლიგის ტურის სიმბოლურ ნაკრებში კი სულ რვაჯერ მოხვდა“ – წერს ყაზახეთის პროფესიული საფეხბურთო ლიგის ოფიციალური გვერდი.