ყაზახეთის ნაკრების მწვრთნელი - საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში პირველობა დაიმსახურა
ყაზახეთის ნაკრების მწვრთნელი - საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში პირველობა დაიმსახურა

„საქართველოს ნაკრები ძლიერი გუნდია, მაგრამ აქ სასეირნოდ არ ჩამოვსულვართ“ – ეს სტონიმირ სტოილოვმა „დინამო-არენას“ საპრესკონფრენეციო დარბაზში განაცხადა.

ყაზახეთის ეროვნული გუნდის დამრიგებელმა ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო, მეექვსე ტურში საქართველოს ნაკრებთან დაპირისპირებაზე ილაპარაკა, თავიდან კი მასპინძლებს ჯგუფში გამარჯვება მოულოცა: „საქართველოს ნაკრებს ჯგუფში პირველობას ვულოცავ, რაც თქვენმა ნაკრებმა დაიმსახურა. ბევრი ქართველი მოთამაშე ლეგიონერია და უცხოეთში თამაში მათ თავდაჯერებულობას მატებს. ასტანაში ცუდად ჩვენ არ გვითამაშია, მაგრამ ქართველები უკეთესები იყვნენ, მათ დამსახურებულად მოიგეს.“

საქართველოსა და ყაზახეთის შევხედრა ხვალ, „დინამო არენაზე“ 21:00 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.