ყაზახეთის ლიგის უხეცესებში ორი ქართველია
ყაზახეთის ლიგის უხეცესებში ორი ქართველია

ყაზახურმა ინტერნეტ-პორტალმა „სპორტმა“ ქვეყნის საფეხბურთო ჩემპიონატის ყველაზე ასაკოვანი ლეგიონერების საუკეთესო ათეული შეადგინა, სადაც ორი ქართველი მოხვდა.

ლეგიონერებს შორის ყველაზე ასაკოვანი „ასტანას“ სერბი მცველი ანტონიო რუკავინაა, რომელიც 26 იანვარს 36 წლის გახდა. სიაში შემდეგ მოდის კახა ცხადაძის გუნდის, შიმკენტის „ორდაბასის“ მოთამაშე, არგენტინელი პაბლო ფონტანელო, რომელიც 36 წლის სექტემბერში შესრულდება.

ქართველები მათ შემდეგ მოდიან, ორივე ნახევარმცველია, ორივე 34 წლისა და ორივე კარიერას თბილისის „დინამოში“ იწყებდა – ჯაბა კანკავა, რომელიც კოსტანაის „ტობოლში“ თამაშობს და შოთა გრიგალაშვილი, რომელიც „კიზილ-ჟარას“ კაპიტანია. თუმცა, მესამეზე კანკავა გავიდა, რადგან გრიგალაშვილზე სამი თვით უფროსია.

ყაზახეთის ლიგის უხუცესი ლეგიონერები

1. ანტონიო რუკავინა (ასტანა, 26.01.1984)

სერბეთი

2. პაბლო ფონტანელო (ორდაბასი, 09/26/1984)

იტალია

3. ჯაბა კანკავა (ტობოლი, 03/18/1986)

საქართველო

4. შოთა გრიგალაშვილი (კიზილ-ჯარა, 06/21/1986)

საქართველო