ყაზახეთის ჩემპიონატის ყველაზე ძვირად ღირებულთა შორის - ლუკა გადრანმა სეზონი სიმბოლურ ნაკრებში დაასრულა #1TVSPORT
ყაზახეთის ჩემპიონატის ყველაზე ძვირად ღირებულთა შორის - ლუკა გადრანმა სეზონი სიმბოლურ ნაკრებში დაასრულა #1TVSPORT

ლუკა გადრანი ყაზახეთის ჩემპიონატის ყველაზე ძვირად ღირებული მოთამაშეების სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.

„აქტობეს“ 26 წლის ქართველი მცველის სატრანსფერო ფასი სეზონის დასრულების შემდეგ 550 000 ევრომდე გაიზარდა. ახლახან კი გადრანი ყაზახეთის ერთ-ერთ ყველაზე ამბიციურ კლუბში, ალმათის „კაირატში“ გადავიდა.

ყაზახმა სპეციალისტმა, ალმას კულშინბაევმა Sports.kz-თან ინტერვიუში „აქტობეს” ქართველი მცველის, ლუკა გადრანის ალმათის “კაირატში” გადასვლასთან დაკავშირებით ისაუბრა.

„მისი გადაბირება გასულ სეზონში „ჟეტისუში“ მსურდა. ვთქვი, რომ ის კარგი მცველი იყო, რაც ამ სეზონში დაამტკიცა. „კაირატმა“კონტრაქტი გააფორმა კარგ მცველთან, რომელსაც სუსტი მხარეები არ აქვს. შესანიშნავად თამაშობს თავით, ორივე ფეხით, კარგი პირველი პასი აქვს. ეს „კაირატისთვის“ ბრწყინვალე შენაძენია. საიდუმლო არ არის, რომ ალმათელებს გასულ სეზონში დაცვაში პრობლემები ჰქონდათ. ვფიქრობ, რომ ის გუნდს დიდ სარგებლობას მოუტანს“, – განაცხადა ყაზახმა სპეციალისტმა.

აღსანიშნავია, რომ ყაზახეთის პრემიერლიგის დასრულებულ სეზონში გადრანმა 22 მატჩი ჩაატარა და სამი გოლი გაიტანა, ექვსჯერ კი ტურის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს.