ყაზახებს ვაისი მოენატრათ - მის ხელში „ყაირატმა“ გაიბრწყინა
ყაზახებს ვაისი მოენატრათ - მის ხელში „ყაირატმა“ გაიბრწყინა

ყაზახურმა გამოცემა „ვესტიმ“ საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვლადიმერ ვაისი გაიხსენა, რომელიც 2012-2015 წლებში ალმატის „ყაირატს“ ავარჯიშებდა.

„ყაზახეთის ჩემპიონატი 2013-2015 წლებში იდეალური არ გახლდათ, ბევრი ხარვეზებიც გვახსენდება, მაგრამ იყო შედეგები და უმაღლესი კონკურენცია. ჩვენ ვლადიმერ ვაისის თამაში „ყაირატის“ ნოსტალგიაც გაგვიჩნდა“ – წერს გამოცემა.

„ვესტი“ ალმატურ კლუბში საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის გამოჩენას იხსენებს: „მისი მოსვლისთანავე ცხადი გახდა, რომ ყაზახეთის საკლუბო ფეხბურთში ახალი ძალა გამოჩნდა. ვაისი სხვა ჩამოსული მწვრთნელებისგან განსხვავებით, უცნობი არ გახლდათ – ის სრულიად განსხვავებული კატეგორიის სპეციალისტი იყო. სლოვაკს რამდენიმე წარმატებულ გუნდში მუშაობა უმაგრებდა ზურგს – მათ შორის, ჩემპიონთა ლიგაში სენსაციურად გასულ „არტმედიაში“, ასევე სლოვაკეთის ეროვნული ნაკრებში, რომელიც 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის პლეი-ოფში გაიყვანა. ასევე ძლიერი იყო მისი რამენსკოეს „სატურნი“, რომელიც რუსეთის პრემიერლიგაში თამაშობდა“.

ყაზახური გამოცემა ვლადიმერ ვაისის მუშაობას დადებითად აფასებს: „ვაისმა მაშინვე გამოავლინა თავი, როგორც ძალიან ემოციურმა და თამამმა მწვრთნელმა. ასეთი გახლდათ 2012-15 წლებში მისი „ყაირატი”. ჩამოყალიბდა გუნდი, რომელმაც გაიბრწყინა. მაშინ „ყაირატში“ ჩემპიონთა ლიგის მომგები ანატოლი ტიმოშჩუკი თამაშობდა. ასეთი შემადგენლობით, „ყაირატმა“ 2015 წელს თავის თანამედროვე ისტორიაში ალბათ საუკეთესო ან თუნდაც ყველაზე დასამახსოვრებელი სეზონი ჩაატარა. ვაისმა მთავარი მწვრთნელის პოსტი 2015 წლის ბოლოს დატოვა და მისი წასვლით ყაზახეთის ჩემპიონატში ყველაზე მაგარი სამწვრთნელო დუელი დასრულდა – მისი და „ასტანას“ თავკაცის, სტონიმირ სტოილოვის დაპირისპირება“.