ყაზახები საქართველოსთან მატჩისთვის ნატურალიზებულ მოთამაშეებს გამოიყვანენ
ყაზახები საქართველოსთან მატჩისთვის ნატურალიზებულ მოთამაშეებს გამოიყვანენ

ერთა ლიგის პირველ თამაშს საქართელოს ნაკრები ყაზახეთის ნაკრებთან ჩაატარებს. მატჩი 6 სექტემბერს „ასტანა-არენაზე“ გაიმართება და თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება. საქართველო სამ დღეში, 9 სექტემბერს „დინამო-არენაზე“ ლატვიას უმასპინძლებს.

ყაზახეთის ნაკრების მეტოქის მთავარმა მწვრთნელმა, სტანიმირ სტოილოვმა ის 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა, რომელიც საქართველოსა და ანდორასთან მატჩებისთვის მოემზადება.

მეკარეები: ნენად ერიჩი („ასტანა“), ვლადიმირ პლოტნიკოვი („ქაირათი“), დმიტრო ნეპოგოდოვი („ტობოლი“).

მცველები: სერგეი მალი, ევგენი პოსტნიკოვი, დმიტრი შომკო, აბზალ ბეისებეკოვი, იური ლოგვინენკო (ყველა – „ასტანა“), გაფურჯან სუიუმბაევი, სტანისლავ ლუნინი (ორივე – ალმატის „ქაირათი“), დმიტრი მიროშნიჩენკო (კოსტანაის „ტობოლი“).

ნახევარმცველები: ისლამბეკ კუატი, ბაიურჟან ისლამხანი, იან ვოროგოვსკი, მაგომედ პარაგულგოვი, გიორგი ჟუკოვი (ყველა – ალმატის „ქაირათი“), ბახტიარ ზაინუტდინოვი, სერიკჟან მუჟიკოვი (ორივე – „ასტანა“).

თავდამსხმელები: ალექსეი შჩეტკინი, რომან მურთაზაევი (ორივე – „ასტანა“), ერკებულან ტუნგიშბაევი („ოდაბასი“), ბაურიჟან ტურისბეკი („ტობოლი“), ერკებულან საიდახმეტი („უფა“, რუსეთი).

ყაზახების ნაკრებში ოთხი ნატურალიზებული (მოქალაქეობაშეცვლილი) მოთამაშეა. უკრაინელია მეკარე დმიტრო ნეპოგოდოვი, რომელიც 2006-2009 წლებში მარსელის „ოლიმპიკში“ გამოდიოდა. ყაზახების მთავარი მეკარე ნენად ერიჩი სერბია, მცველი სერგეი მალი – უკრაინელი, ხოლო ევგენი პოსტნიკოვი – რუსი.