ყაზაიშვილმა ზლატანი ისევ დაჩრდილა – ვაკოს გოლი და საგოლე პასი „გალაქსის“ წინააღმდეგ (ვიდეო)
მორიგი სათამაშო უიქენდი დაიწყო „მეიჯორ ლიგ სოკერის“ (MLS) რეგულარულ ჩემპიონატში. ვაკო ყაზაიშვილისა და გურამ კაშიას „სან ხოსე“ სტუმრად თამაშობდა “ლოს-ანჯელეს გელაქსის“ წინააღმდეგ, რომლის ლიდერიც შვედი ლეგენდა ზლატან იბრაჰომივიჩია.
ეს გუნდები რეგულარული სეზონის რანგში 30 ივნისს შეხვდნენ ერთმანეთს და „სან ხოსემ“ შინ 3:0 მოიგო. იმ მატჩში ყაზაიშვილმა გოლი და საგოლე პასი შეასრულა.
იგივე სიტუაცია განმეორდა შაბათის მატჩში – ვაკომ 61-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა, 64-ე წუთზე კი დენი ჰოსენს საგოლე გადაცემა გაუკეთა. საბოლოოდ „სან ხოსემ“ 3:1 მოიგო.
გურამ კაშიამ 90 წუთი შეუცვლელად ითამაშა. ის ძალიან საიმედოდ მოქმედებდა და მისი ერთ-ერთი ვარდნა მატჩის ჰაილაითებში მოხვდა.
ამ მატჩის შემდეგ, ყაზაიშვილს უკვე ხუთი გოლი დაუგროვდა რეგულარულ ჩემპიონატში, „სან ხოსე“ კი მეოთხე ადგილზეა დასავლეთის ცხრილში.
VAKO
IS
STILL
ON
FIRE#BEATLA pic.twitter.com/rAdgsRB3KJ
— San Jose Earthquakes (@SJEarthquakes) 13 July 2019
DANNY
HOESEN
IS
A
BAD
MAN#BEATLA pic.twitter.com/JG8juc8ocZ
— San Jose Earthquakes (@SJEarthquakes) 13 July 2019
OH MY.
THAT’S PRETTY. #BeatLA pic.twitter.com/gYlrEpeCEe
— San Jose Earthquakes (@SJEarthquakes) 13 July 2019