ყაზაიშვილმა სამხრეთ კორეაში ისევ გაიტანა - „ულსანის“ შემტევი სანიოლმა არ გამოიძახა [ვიდეო] #1TVSPORT

ვაკო ყაზაიშვილმა სამხრეთკორეულულსანში“ თავი მორიგი გოლით გამოიჩინა. 28 წლის ქართველმა ფეხბურთელმა ეს რეგულარული სეზონის ბოლოს წინა ტურში მოახერხა.

ულსანი“ გასვლაზე ერთ-ერთ ლიდერს, „სუვონს“ ესტუმრა და დიდი ანგარიშით დაამარცხა, რასაც სათავე ქართველმა მოთამაშემ დაუდო. ვაკო ყაზაიშვილმა ანგარიში მე-7 წუთზე გახსნა და ტაიმი ასეც დასრულდა. 50-ე წუთზე მეტოქის კარი მეორედ ლი ბონგ-გიონგმა აიღო. საქმე ფაქტობრივად გაკეთებული იყო და 66-ე წუთზე ყაზაიშვილი შეცვალეს. საბოლოო ანგარიში კი 82-ე წუთზე ლი დონგ ჯუნმა დააფიქსირა – 0:3.

ულსანმა“ ამ მოგებით 64 ქულა დააგროვა და ჩემპიონატის ლიდერია, პლუს, მარაგში გამოტოვებული შეხვედრა აქვს დარჩენილი. ყაზაიშვილმა აზიის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულის ფორმით 28 მატჩი ჩაატარა და რვა გოლით გაიტანა. ბოლო ოთხი მატჩში კი თავი სამჯერ გამოიჩინა. ქართველი შემტევი შედეგიანობით გუნდში მხოლოდ ლი დონგ-ჯუნს (11 გოლი) ჩამორჩება

ვაკო ყაზაიშვილი ვილი სანიოლმა ოქტომბრის სანაკრებო შეხვედრაზე არ გამოიძახა, სადაც „ჯვაროსნები“ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის მზადებას შეუდგებიან. 9 ოქტომბერს სანიოლის გუნდი ბათუმში საბერძნეთს დაუპირისპირდება, ხოლო 12 ოქტომბერს – პრიშტინაში კოსოვოს.