ყაზაიშვილმა MLS-ში ისევ გაიტანა და ორ მატჩში ორი გოლი აქვს [ვიდეო]
მეორე მატჩი ჩაატარა MLS-ის ახალ რეგულარულ სეზონში საქართველოს ნაკრების შემტევმა ვაკო ყაზაიშვილმა. ორი კვირის წინ, სეზონის პირველ მატჩში „მინესოტას“ (3:2) წინააღმდეგ, „სან ხოსეს“ ქართველმა ლეგიონერმა გოლი და ორი შედეგიანი გადაცემა მიითვალა.
ამჯერად, „სან ხოსე“ სტუმრად ხვდებოდა კანზას სიტის „სპორტინგს“ და 2:3 დამარცხდა. ყაზაიშვილმა 34-ე წუთზე შეძლო გატანა და ანგარიში 1:1 გახადა. ამის შემდეგ, მასპინძლებმა მეორე ტაიმის დასაწყისში ორი გოლი გაიტანეს და 3:1 დაწინაურდნენ. „სან ხოსემ“ 90-ე წუთზე ერთი ბურთით უპასუხა და 2:3 წააგო.
ვაკო ყაზაიშვილის გუნდს ორ მატჩში ერთი მოგება, ერთი წაგება აქვს და დასავლეთ კონფერენციაში მეშვიდე ადგილზეა.
VAKO! The Georgian silences the crowd in Kansas City. GAME ON! 💥#WeAreSanJose | #SKCvSJ https://t.co/Y6Um633Who
— San Jose Earthquakes (@SJEarthquakes) March 18, 2018