ყაზაიშვილმა კორეაში ისევ გაიტანა - „ულსანმა“ დამაჯერებლად მოიგო [ვიდეო] #1TVSPORT

ვაკო ყაზაიშვილმა სამხრეთ კორეის ჩემპიონატში კიდევ ერთი გოლით გამოიჩინა თავი, ხოლო მისი გუნდმა „ულსანმა“ დამაჯერებელი გამარჯვებით პირველობა განიმტკიცა.

ეს K ლიგა 1-ის 28-ე ტურის შეხვედრაში მოხდა – საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველის გუნდმა „ულსანმა“ საკუთარ მოედანზე „დეგუ“ მიიღო და მეტოქე 4:0 დაამარცხა.

ყაზაიშვილი თავიდან სათადარიგოებში იყო, მაგრამ თანაგუნდელის ტრავმის გამო მოედანზე შესვლა 24-ე წუთზე მოუხდა. 29 წლის ქართველმა ლეგიონერმა გოლი 51-ე წუთზე თავური დარტყმით გაიტანა და გუნდის უპირატესობა სამამდე გაზარდა.

ულსანმა“ 26 ტურის შემდეგ 55 ქულა დააგროვა, კონკურენტს და მოქმედი ჩემპიონს, „ჯეონბუკს“ 6-ქულიანი უპირატესობით ასწრებს და სატურნირო ცხრილს ერთპიროვნული ლიდერია.

რაც შეეხება ყაზაიშვილს, საქართველოს ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა მიმდინარე სეზონში „ულანში“ 25 შეხვედრა ჩაატარა და ანგარიშზე 5 გოლი და 3 საგოლე გადაცემა ჩაიწერა.