ყაზაიშვილმა ისევ გაიტანა [ვიდეო]
ყაზაიშვილმა ისევ გაიტანა [ვიდეო]

MLS-ის 29-ე ტურის შეხვედრაში, რომელშიც „სან ხოზე ერსქვეიქსი“ „ატლანტა იუნაითედს“ დაუპირისპირდა ვაკო ყაზაიშვილმა გოლი გაიტანა.

ქართველმა ფეხბურთელმა ინდივიდუალური გარღვევა საჯარიმოს მისადგომებთან, მარჯვენა ფლანგიდან დაიწყო, მეტოქის კარს მიუახლოვდა და ბურთი მარცხენა კუთხეში გაუშვა.

ყაზაიშვილმა „ერსქვეიქსი“ ორი ბურთით დააწინაურა (3-1), თუმცა გუნდმა გამარჯვების მოპოვება მაინც ვერ მოახერხა, დარჩენილ დროში სამი უპასუხო გოლი გაუშვა და მორიგი მარცხი გაიფორმა.

29 ტურის შემდეგ ვაკო ყაზაიშვილის და გურამ კაშიას გუნდის ანგარიშზე მხოლოდ 20 ქულაა და დასავლეთ კონფერენციაში ბოლო, მე-12 ადგილს იკავებს.