ყაზაიშვილმა ისევ გაიტანა - ვაკოს გუნდმა წააგო, მაგრამ ლიდერობა შეინარჩუნა [ვიდეო] #1TVSPORT
ყაზაიშვილმა ისევ გაიტანა - ვაკოს გუნდმა წააგო, მაგრამ ლიდერობა შეინარჩუნა [ვიდეო] #1TVSPORT

ვაკო ყაზაიშვილმა სამხრეთ კორეის ჩემპიონატში მორიგი გოლი გაიტანა. ლიგის ლიდერ „ულსან ჰიუნდაის” ქართველმა შემტევმა თავი „დეგუსთან“ გასვლით მატჩში გამოიჩინა.

კორეული ლიგის 29-ე ტურის შეხვედრა დეგუში გაიმართა და ლიდერი „ულსანი“ მე-15 წუთზე ქართველმა შემტევმა დააწინაურა – ვაკომ მეტოქეს ბურთი საჯარიმოსთან მოპარა და შორეულ კუთხეში იდეალური სიზუსტით დაარტყა.

 

მაგრამ ეს გოლი „ულსანს“ მოსაგებად არ ეყო. ეგდარ სილვას (56) და კაშინიას (62) გოლებით „დეგუმ“ 2:1 მოიგო და მესამე ადგილზე დაწინაურდა. „ულსანი“ 55 ქულით ისევ პირველ ადგილზეა და „ჯეონბუკ მოტორს“ ქულით ასწრებს.

28 წლის ვაკო ყაზაიშვილი სამხრეთკორეულ კლუბში წელს ჩაირიცხა და 25 შეხვედრაში 6 გოლი გაიტანა. ამ მაჩვენებლით საქართველოს ნაკრების შემტევი ლი დონგ-ჯუნის (9 გოლი) შემდეგ გუნდის საუკეთესო ბომბარდირია.

სამხრეთ კორეის ჩემპიონატის რეგულარულ სეზონში გუნდებს კიდევ 4 ტური დარჩათ სათამაშო. ამის შემდეგ ფინალური ეტაპის მატჩები დაიწყება.