ყაზაიშვილმა ისევ გაიტანა - „ულსანი“ სამხრეთ კორეის ჩემპიონატს ლიდერობს [ვიდეო] #1TVSPORT

ვაკო ყაზაიშვილი შესანიშნავ ფორმაში შევიდა და ზედიზედ მესამე შეხვედრაში გაიტანა – ქართველის გუნდი „ულსან ჰიუნდაი“ სამხრეთ კორეის ჩემპიონატში „დეგუს“ ესტუმრა და 3:0 დაამარცხა.

K ლიგა 1-ის მე-11 ტურის მატჩი ქართველმა ლეგიონერმა შეუცვლელად ჩაატარა. „ულსანმა“ პირველივე ტაიმში სოლიდური უპირატესობა მოიპოვა. ჰვან ჰვანგმა დუბლი (12, 41) შეასრულა, ხოლო ამ ორ გოლს შორის თავის გამოჩენა ვაკო ყაზაიშვილმა (39) მოახერხა.

მეორე ტაიმში ანგარიში აღარ შეცვლილა „ულსან ჰიუნდაი“ 28 ქულით K ლიგა 1-ის უპირობო ლიდერია – ქართველის გუნდმა მეორეადგილოსან „სეულს“ უკვე 8 ქულით გადაასწრო.

30 წლის ქართველმა ფეხბურთელმა სამხრეთ კორეის ჩემპიონატში ჩატარებულ ბოლო ოთხ მატჩში სამი გოლი გაიტანა და გუნდის საუკეთესო ბომბარდირებში მხოლოდ მინ-კიუ ჯოს (5 გოლი) ჩამორჩება.