ყაზაიშვილმა ისევ გაიტანა - „ულსანი“ ჩემპიონობისთვის ბრძოლას აგრძელებს #1TVSPORT
ყაზაიშვილმა ისევ გაიტანა - „ულსანი“ ჩემპიონობისთვის ბრძოლას აგრძელებს #1TVSPORT

ვაკო ყაზაიშვილი მშვენიერ ფორმაშია და კორეაში ლამის ყველა შეხვედრაში გოლი გააქვს. ამჯერადაც ასე მოხდა – ქართველი შემტევის გუნდმა „ულსანმა“ ერთ-ერთი კონკურენტი „სუონი“ დაამარცხა, რაც ქართველი ლეგიონერის დამსახურებაა.

ყაზაიშვილი „ულსანის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა. ვაკომ მე-10 წუთზე პენალტი მოიპოვა, რომელიც თავად უნაკლოდ შეასრულა და გუნდი დააწინაურა.

ულსანი“ 34-ე წუთამდე 2:0-ს იგებდა, „სუონ სიტიმ“ წონასწორობა 56-ე წუთზე აღადგინა, მაგრამ ყაზაიშვილის გუნდს 72-ე წუთზე გამარჯვება ლი დონგ გიონგმა მოუტანა და „ულსანმა“ 3:2 მოიგო.

34 ტურის შემდეგ „ულსანმა“ 67 ქულა დააგროვა, ისევე როგორც ლიდერმა „ჯეონბუკმა“, მაგრამ მეტოქეს უპირატესობა დამატებითი მაჩვენებლებით აქვს. თუმცა, ვაკო ყაზაიშვილის გუნდი „ულსანი“ ჩემპიონობისთვის ბრძოლას აგრძელებს. 28 წლის ქართველმა შემტევმა ნახევარმცველმა კი 30 შეხვედრაში 9 გოლი გაიტანა.