„მეიჯორ ლიგ სოკერის“ (MLS) რეგულარულ ჩემპიონატში 21-ე სათამაშო კვირა შედგა. კვლავ გაიტანა საქართველოს ნაკრების შემტევმა ვაკო ყაზაიშვილმა. მისი „სან ხოსე“ სტუმრად ხვდებოდა „ვანკუვერს\„ და ანგარიშით 3:1 მოიგო.
ყაზაიშვილმა მე-16 წუთზე გახსნა ანგარიში. ამ მომენტისთვის სტუმრები ანგარიშით 0:1-ს აგებდნენ. ვაკოს გოლის შემდეგ, ვონდოლოვსკიმ და ერიქსონმა გაიტანეს და „სან ხოსეს“ ბოლო ექვს მატჩში მეხუთედ მოაგებინეს.
ყაზაიშვილმა, რომელიც 83-ე წუთზე შეცვალეს, მეექვსე გოლი გაიტანა რეგულარულ სეზონში. ამჯერად, „სან ხოსეს“ განაცხადში არ ყოფილა გურამ კაშია.
„სან ხოსე“ დასავლეთ კონფერენციაში 34 ქულით მეხუთე ადგილზეა.