ყაზაიშვილმა გუნდი წაგებისგან იხსნა - მიქელთაძის ასისტმა კაცნაკლულ „ნიუკასლ ჯეტსს“ ვერ უშველა #1TVSPORT
ყაზაიშვილმა გუნდი წაგებისგან იხსნა - მიქელთაძის ასისტმა კაცნაკლულ „ნიუკასლ ჯეტსს“ ვერ უშველა #1TVSPORT

ვაკო ყაზაიშვილმა სამხრეთ კორეის ჩემპიონატში გოლი გაიტანა და „ულსან ჰიუნდაი“ წაგებისგან იხსნა. სამხრეთ კორეის K ლიგის მერვე ტურში ქართველი შემტევის გუნდმა, „ულსან ჰიუნდაიმ“ საკუთარ მოედანზე „პოჰანგი“ მიიღო – ყაზაიშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა.

ვაკომ გოლი 90+1-ე წუთზე გაიტანა, როდესაც მისი გუნდი 1:2-ს აგებდა და „ულსან ჰიუნდაის“ ქულა მოუპოვა. ამით ქართველის გუნდმა 19 ქულა დააგროვა და ჩემპიონატის ლიდერია. ყაზაიშვილმა კი მიმდინარე სეზონში პირველი გოლი გაიტანა.

ავსტრალიის A ლიგის 25-ე ტურში ბექა მიქელთაძის „ნიუკასლ ჯეტსმა“ საკუთარ მოედანზე ერთ-ერთ ლიდერს, „ცენტრალ ქოუსთ მარინერსს“ უმასპინძლა. ქართველმა თავდამსხმელმა შეუცვლელად ითამაშა და მე-9 წუთზე მისი გადაცემით გუნდი ჯოშუა სოტირიომ დააწინაურა.

თუმცა, გუნდმა ეს უპირატესობა ვერ შეინარჩუნა. „ცენტრალ ქოუსთ მარინერსმა“ წონასწორობა შესვენებამდე აღადგინა, მეორე ნახევარში კი „ნიუკასლ ჯეტსს“ ორი ფეხბურთელი გაუძევეს და კაცნაკლული მასპინძლები 1:3 დამარცხდნენ.