ყაზაიშვილმა გაიტანა, „სან ხოსემ“ წააგო (ვიდეო)
ყაზაიშვილმა გაიტანა, „სან ხოსემ“ წააგო (ვიდეო)
ამერიკაში საფეხბურთო სეზონი განახლდა და უკვე მეორე ტურის მატჩები გაიმართა, სადაც ქართველების გუნდი დამარცხდა.
„სან-ხოსემ“ საკუთარ მოედანზე „მინესოტა“ მიიღო და 2:5 დამარცხდა. გურამ კაშია და ვაკო ყაზაიშვილი „სან-ხოსეს“ ძირითად შემადგენლობაში იყვნენ და შეუცვლელად ითამაშეს. ყაზაიშვილმა 53-ე წუთზე „მინესოტას“ მეორე გოლი გაუტანა, მაგრამ ეს საკმარისი, რა თქმა უნდა, არ აღმოჩნდა.
ორი ტურის შემდეგ „სან ხოსემ“ მხოლოდ ერთი ქულა დააგროვა და დასავლეთ კონფერენციაში მე-10 ადგილზეა.