ყაზაიშვილმა გაიტანა და საქართველოს ნაკრებს შეუერთდება #1TVSPORT
ყაზაიშვილმა გაიტანა და საქართველოს ნაკრებს შეუერთდება #1TVSPORT

ვაკო ყაზაიშვილმა სამხრეთ კორეის ჩემპიონატში ისევ გაიტანა, ხოლო მისმა გუნდმა „ულსანმა“ მორიგი სამი ქულა მოიპოვა და გათამაშების ლიდერია.

კ ლიგა 1-ის მე-15 ტურში „ულსანი“ „სუვონს“ ესტუმრა და 1:2 დაამარცხა. თუმცა ლიდერმა გამარჯვება დაძაბულ ბრძოლაში მოიპოვა. ანგარიში 42-ე წუთზე მასპინძელთა მოთამაშე ლი სეუნგ-ვუმ გახსნა. „ულსანმა“ თამაშის გადარჩენა მეორე ნახევარში შეძლო – ანგარიში 55-ე წუთზე გათანაბრდა, როდესაც ყაზაიშვილმა ლეონარდოს ასისტის შემდეგ „სუვონის“ კარი აიღო.

ხუთ წუთში ჯუნ ამანომ მასპინძლებს მეორეც გაუტანა, „ულსანმა“ 1:2 მოიგო, რაც ზედიზედ მეოთხე გამარჯვება იყო. გუნდი 36 ქულით ერთპიროვნული ლიდერია და მეორეადგილოსანჯეჯუ იუნაიტედს“ (26) საგრძნობი უპირატესობით გადაასწრო. ვაკო ყაზაიშვილმა 14 მატჩში სამი გოლი გაიტანა.

ულსანის“ ქართველი ლეგიონერი ბოლო მოთამაშეა, რომელსაც საქართველოს ეროვნული ნაკრებში ელიან. შეკრების მეოთხე დღეს ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით სავარჯიშო პროცესში 28 ფეხბურთელი მონაწილეობდა.

სამხრეთ კორეის ჩემპიონატში მოთამაშე ქართველი ფეხბურთელი საკლუბო მატჩის შემდეგ, თბილისში 29 მაისს ჩამოვა და ერთა ლიგაში ივნისში დაგეგმილი მატჩებისთვის მზადებას დაიწყებს.