ყაზაიშვილმა დუბლი შეასრულა - ვაკო ისევ ათამაშდა (ვიდეო)
ვაკო ყაზაიშვილმა „ჰიუსტონთან“ შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა და გუნდს მნიშვნელოვანი 3 ქულის მოპოვებაში დაეხმარა.
ამერიკის საფეხბურთო ჩემპიონატის (მლს, მეიჯორ ლიგა) დასავლეთ კონფერენციაში „სან ხოსემ“ სატურნირო ცხრილში მეზობელი „ჰიუსტონს“ უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა. ორივე გოლი ქართველის ანგარიშზეა, რომელმაც ძირითად შემადგენლობაში ითამაშა და დუბლი შეასრულა. 22-ე წუთზე ანგარიში გახსნა, ხოლო 75-ეზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა, 88-ეზე კი შეცვალეს. ძირითადში იყო და შეუცვლელად ითამაშა გურამ კაშიამაც.
როგორც ჩანს, ყაზაიშვილი ჩავარდნის შემდეგ ისევ გამოცოცხლდა და ბოლო 3 შეხვედრაში ანგარიშზე 5 გოლი ჩაიწერა. „სან-ხოსემ“ კი ამ გამარჯვებით 22 ქულა დააგროვა, დასავლეთ კონფერენციაში მეექვსე ადგილზეა და „ჰიუსტონთან“ (24 ქულა, მეხუთე ადგილი) ჩამორჩენა მაქსიმალურად შეამცირა.