ყაზაიშვილმა ჩინეთის სუპერლიგაში კიდევ ერთი ჰეთთრიკი შეასრულა #1TVSPORT
ვაკო ყაზაიშვილმა ჩინეთის სუპერლიგაში მორიგი ჰეთთრიკი შეასრულა და „შანდონგ ტაიშანს“ „შანხაი შენხუასთან“ თამაშის გადარჩენაში დაეხმარა – 3:3.
ჩინეთის სუპერლიგის 24-ე ტურის შეხვედრა ვაკო ყაზაიშვილის გუნდმა სტუმრად ჩაატარა და მთელი მატჩის განმავლობაში მდევრის როლში იყო, მაგრამ ქართველმა თავდამსხმელმა ანგარიში სამჯერ გაათანაბრა.
პირველად ვაკომ თავი 37-ე წუთზე გამოიჩინა, შემდეგ – 45+4-ზე, ბოლოს კი წონასწორობა 85-ე წუთზე აღადგინა. ეს მიმდინარე სეზონში ყაზაიშვილის 22-ე, ბოლო 7 მატჩში კი მე-14 გოლი იყო.
ამას გარდა, ყაზაიშვილის ანგარიშზე ოთხი საგოლე გადაცემაა. ვაკოს „გოლი+პასის“ სისტემით 27 ქულა აქვს, ანუ საშუალოდ შეხვედრაში 1,125 საგოლე მოქმედება, რაც ძალიან კარგი მაჩვენებელია.