ყაზაიშვილმა აზიის ჩემპიონთა ლიგაზე ლიდერს გაუტანა - „ულსანმა“ იაპონური კლუბი დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT

ვაკო ყაზაიშვილმა აზიის ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ მეორე შეხვედრაში გაიტანა და სამხრეთ კორეის „ულსანს“ მნიშვნელოვანი 3 ქულის მოპოვებაში დაეხმარა.

აზიის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი მალაიზიაში მიმდინარეობს. 29 წლის ქართველი ფეხბურთელის გუნდი ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურში ჯგუფის ლიდერს, იაპონურ „კავასაკის“ დაუპირისპირდა. ვაკო ყაზაიშვილი „ულსანის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და 71 წუთი ითამაშა.

სამხრეთ კორეელები პირველივე ტაიმში ორბურთიანი უპირატესობით დაწინაურდნენ, მაგრამ იაპონელებმა სხვაობა ტაიმის მიწურულს შეამცირეს. ვაკო ყაზაიშვილის გოლი გადამწყვეტი აღმოჩნდა, რადგან „კავასაკის“ 47-ე წუთზე გაუტანა, ორბურთიანი სხვაობა აღადგინა და იაპონელებმა მხოლოდ სხვაობა შეამცირეს – 3:2 „ულსანის“ სასარგებლოდ.

ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში „ულსანი“ მასპინძელს, მალაიზიურ „ჯოჰორს“ 30 აპრილს შეხვდება. 5 ტურის შემდეგ ყაზაიშვილის გუნდი 10 ქულით პირველ ადგილზეა, მეორეზე „კავასაკია“ (8 ქულა), ხოლო მესამეზე „ჯოჰორი“ (7), რომელსაც მე-5 ტურის მატჩი ჩინურ „გუანჯოუსთან“ ჯერ არ ჩაუტარებია.

ყაზაიშვილმა ჯგუფური ეტაპის ბოლო ორ შეხვედრაში გაიტანა. წინა ტურში ქართველმა შემტევმა თავი „გუანჯოუსთან“ მოგებულ (0:5) მატჩში გამოიჩინა.