ყაზაიშვილმა აზიის ჩემპიონთა ლიგაზე გაიტანა [ვიდეო] #1TVSPORT

ვაკო ყაზაიშვილმა აზიის ჩემპიონთა ლიგაზე გაიტანა და „შანდუნ ტაიშანს“ შინ სამხრეთკორეული „გვანჯუს“ დამარცხებაში დაეხმარა – 3:1.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა შემტევმა ნახევარმცველმა თამაში ძირითად შემადგენლობაში დაიწყო, ჩინურ გუნდში შეუცვლელად ითამაშა და საბოლოოოდ საკმაოდ მაღალი შეფასება – 7.9 ქულა მიიღო.

ვაკომ მე-16 წუთზე ანგარიში გახსნა და მიმდინარე ჩემპიონთა ლიგაზე ანგარიშზე მე-3 გოლი ჩაიწერა. აზიის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში გამართული შვიდი ტურის შემდეგ ქართველის გუნდმა, „შანდუნმა“ 10 ქულა მოაგროვა, მე-6 ადგილზეა და პლეი ოფის მერვედფინალში გასვლის კარგი შანსი აქვს.

მომდევნო შეხვედრას ჩინელები ვაკო ყაზაიშვილის ყოფილი კლუბის, სამხრეთკორეული „ულსანის“ წინააღმდეგ 19 თებერვალს ჩაატარებენ.