ყაზაიშვილმა ამერიკაში ისევ გაიტანა (ვიდეო)
Sep 27, 2017; San Jose, CA, USA; San Jose Earthquakes forward Valeri Qazaishvili (11) and forward Chris Wondolowski (8) walk together after scoring a goal against the Chicago Fire in the second half at Avaya Stadium. Mandatory Credit: Stan Szeto-USA TODAY Sports
ვაკო ყაზაიშვილმა ამერიკის საფეხბურთო ჩემპიონატში ისევ გაიტანა. „სან-ხოსემ“ გასვალზე „კოლორადოსთან“ 1:2 წააგო, სტუმართა ერთადერთი გოლი კი საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარცველის ანგარიშზეა.
შეგახსენებთ, რომ ვაკო ყაზაიშვილმა მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 25 შეხვედრაში 11 გოლი გაიტანა – 8 ჩემპიონატში, 3 ამერიკის თასზე. საქართველოს ნაკრების წევრი ივლისში მეიჯორ ლიგ სოკერის (MLS) თვის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს – „სან ხოსეს“ 26 წლის ფეხბურთელმა საგანგებო პრიზი კომპანია „აუდისგან“ მიიღო. ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშეთა რეიტინგში ვაკო მერვე ადგილზეა და ზლატან ინბრაჰიმოვიჩსაც (17) კი უსწრებს.
„სან ხოსე“ ისევ 38 ქულის ამარა დარცა და დასავლეთის კონფერენციაში მე-4 ადგილზეა და მეორეადგილოსან „სიეტლს“ მხოლოდ ქულით ჩამორჩება. თუკი კალიფორნიელებმა რეგულარულ სეზონში ეს პოზიცია შეინარჩუნეს, „სან-ხოსეს“ ამერიკული ლიგის პლეი-ოფში მოხვედრას გაინაღდებს.