ყაზაიშვილის მორიგი გოლი - ვაკოს „ულსანი“ სამხრეთ კორეაში ლიდერია [ვიდეო] #1TVSPORT
ყაზაიშვილის მორიგი გოლი - ვაკოს „ულსანი“ სამხრეთ კორეაში ლიდერია [ვიდეო] #1TVSPORT

ვაკო ყაზაიშვილმა „ულსანში“ თავი კიდევ ერთხელ გამოიჩინა. ქართველის გუნდი „ულსანი“ სამხრეთ კორეის ჩემპიონატის 30-ე ტურში აღმოსავლეთ სანაპიროს დერბიში „პოჰანგ სტილერსს“ გასვლაზე დაუპირისპირდა და მინიმალური ანგარიშით დაამარცხა.

ვაკო ყაზაიშვილი „ულსანის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და 81-ე წუთზე შეცვალეს. K ლიგის ამ შეხვედრაში ანგარიში „ულსანისმოთმაშესე-ჰუნმა 36-ე წუთზე გახსნა, 51-ე წუთზე „პოჰანგ სტილერსის“ კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც საქართველოს ნაკრების შემტევმა უნაკლოდ შეასრულა და მოქმედი ჩემპიონის უპირატესობა ორბურთიან სხვაობამდე გაზარდა.

75-ე წუთზე სტუმრებს ვონ დუ-ჯე გაუგდეს და „ულსანი“ მოედანზე ათი კაცით დარჩა. ამით მასპინძელთა მცველმა, ალექსანდრე გრანტმა 86-ე წუთზე ისარგებლა და სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა, მაგრამ „პოჰანგ სტილერსმა“ ქულის გადარჩენა ვეღარ მოახერხა და საბოლოოდ „ულსანმა“ 1:2 მოიგო.

ვაკო ყაზაიშვილმა ზედიზედ მეორე შეხვედრაში გაიტანა და 26 მატჩში 7 გოლი დაუგროვდა – ამ მაჩვენებლით 28 წლის ყაზაიშვილი „ულსანის“ საუკეთესო ბომბარდირებში ლი დონგ ჯუნის (9 გოლი) შემდეგ მეორე ადგილზეა.

ულსანმა“ გასვლაზე მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა, 31 ტურის შემდეგ 58 ქულით ჩემპიონატის ლიდერია და კონკურენტს, „ჯეონბუკ მოტორსს“ ქულით ასწრებს.