ყაზაიშვილის მორიგი ეფექტური გოლი - ქართველმა აზიის ჩემპიონთა ლიგაზე გაიტანა [ვიდეო] #1TVSPORT
ყაზაიშვილის მორიგი ეფექტური გოლი - ქართველმა აზიის ჩემპიონთა ლიგაზე გაიტანა [ვიდეო] #1TVSPORT

ვაკო ყაზაიშვილმა თავი კიდევ ერთხელ გამოიჩინა. ეს აზიის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურში მოხდა – საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველის გუნდმა, კორეულმა „ულსანმა“ ვიეტნამის „ვიტელს“ უმასპინძლა და 3:0 დაამარცხა.

ყაზაიშვილი „ულსანის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა. ვიეტნამელებმა კორეის ჩემპიონს და აზიის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულს წინააღმდეგობა გაუწიეს და პირველ ტაიმში გოლი არ გაუშვიათ. „ულსანმა“ ანგარიში 48-ე წუთზე გახსნა, რაც ყაზაიშვილმა მოახერხა. 28 წლის ქართველმა ნახევარმცველმა ულამაზესი გოლი გაიტანა. ვაკო ყაზაიშვილმა ბურთი საჯარიმოსთან მიიღო, მცველებს ეფქტურად გაცდა და ახლოდან დარტყმით ანგარიში გახსნა.

 

ქართველმა შემტევმა აზიის ლიგის მიმდინარე გათამაშებაში 4 მატჩი ჩაატარა და მეორე გოლი გაიტანა. მან თავი წინა ტურში ფილიპინების „კაიასთანაც“ გამოიჩინა, სადაც გოლთან ერთად, საგოლე გადაცემა შეასრულა.

ხუთი ტურის შემდეგ „ულსანი“ ჯგუფში უდანაკარგოა – 15 ქულით ლიდერობს და შემდეგ ეტაპზეა გასული.