ყაზაიშვილის გოლით და ასისტით „შანდონმა“ ისევ მოიგო #1TVSPORT
ყაზაიშვილის გოლით და ასისტით „შანდონმა“ ისევ მოიგო #1TVSPORT

ვაკო ყაზაიშვილმა ჩინეთის სუპერლიგაში შესანიშნავი მატჩი ჩაატარა, გოლთან ერთად საგოლე გადაცემა შეასრულა და „შანდონ ტაიშანს“ „შენჟენ ხინპენგჩენგთან“ გამარჯვებაში დაეხმარა – 3:2.

ჩინეთის სუპერლიგის მე-12 ტურის შეხვედრას ქართველის გუნდმა უმასპინძლა. მე-11 წუთზე სტუმრები ედუარდო გარსიამ დააწინაურა, მაგრამ ვაკოს გუნდმა თამაში შემოატრიალა – გაო ჟუნმა (26) წონასწორობა აღადგინა, ხოლო 41-ე წუთზე ყაზაიშვილის გადაცემით კრისანმა მასპინძლები ისეც წინ გაიყვანა.

68-ე წუთზე „შანდონის“ ქართველმა შემტევმა გაიტანა გადამწყვეტი გოლი, რომელიც ძალიან ეფექტური გამოდგა. ყაზაიშვილმა საჯარიმოში მიიღო ბურთი, ჯერ ერთი მცველი მოატყუა, შემდეგ მეორე და ზუსტად გაისროლა. საბოლოო ანგარიში კი რადე დუგლაჩიჩმა (82) დააფიქსირა – 3:2.

12 ტურის შემდეგ „შანდონ ტაიშანმა“ 24 ქულა დააგროვა და მეორე-მესამეადგილოსან გუნდებს დაეწია, მაგრამ დამატებითი მაჩვენებლებით მეოთხე პოზიციაზეა. რაც შეეხება ვაკო ყაზაიშვილს, ქართველმა 12 შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა (+2 საგოლე გადაცემა) და ამ დროისთვის გუნდის საუკეთესო ბომბარდირია.