ყაზაიშვილი სამხრეთ კორეაში ეფექტური გოლით დაბრუნდა [ვიდეო] #1TVSPORT

სანაკრებო პაუზის შემდეგ სამხრეთ კორეაში დაბრუნებულმა ვაკო ყაზაიშვილმა „ულსანში“ თამაში ჩაატარა და პირველივე შეხვედრაში თავის გამოჩენა შეძლო.

ქართველი ნახევარმცველის გუნდი „ულსანი“ სამხრეთ კორეის ჩემპიონატის მე-17 ტურში „სეულს“ ესტუმრა. პირველი ტაიმის შემდეგ მასპინძლები 1:0-ს იგებდნენ. ყაზაიშვილმა 76-ე წუთზე წონასწორობა ლამაზი გოლით აღადგინა, ხოლო 88-ე წუთზე გატანილი გოლით „ულსანმა“ 3 ქულა მოიპოვა – 1:2.

17 ტურის შემდეგ „ულსანი“ სამხრეთ კორეის ჩემპიონატში 39 ქულით ლიდერია და მეორეადგილოსანჯეონბუკ მოტორს“ (31) დიდი უპირატესობით ასწრებს. ქართველმა შემტევმა მიმდინარე სეზონში 16 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა.

შეგახსენებთ, რომ ვაკო ყაზაიშვილმა ერთა ლიგაზე ივნისის 4 სანაკრებო მატჩიდან 3 ითამაშა და 2 გოლი გაიტანა – გიბრალტართან თბილისში, ხოლო ბულგარეთის ნაკრების კარი რაზგრადში აიღო.