ყაზაიშვილი და რუნი „ემ ელ ეს“-ის (MLS) კვირის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდნენ
ყაზაიშვილი და რუნი „ემ ელ ეს“-ის (MLS) კვირის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდნენ

„მეიჯორ სოკერ ლიგის“ (MLS) რეგულარული ჩემპიონატის მორიგი სათამაშო კვირის შემდეგ, „სან ხოსეს“ ქართველი შემტევი ვაკო ყაზაიშვილი გასული შვიდი დღის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანეს. მასთან ერთად, საუკეთესო თერთმეტეულში მოხვდა ინგლისის ნაკრების ყოფილი ფორვარდი, „დი სი იუნაიტედის“ თავდამსხმელი უეინ რუნი.

შეგახსენებთ, რომ „ემ ელ ეს“-ის რეგულარულის ბოლო ორ მატჩში ყაზაიშვილმა სამი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა, ხოლო აშშ-ის თასზე (Domestic Cup) ჩატარებულ კიდევ ორ მატჩს თუ გავითვალისწინებთ, ვაკოს ბოლო ოთხ შეხვედრაში ექვსი გოლი დაუგროვდა.

ყაზაიშვილი გასული კვირის საუკეთესო მოთამაშედაც აღიარეს.