ყაზაიშვილი ამერიკული ლიგის საუკეთესო დრიბლიორია
ყაზაიშვილი ამერიკული ლიგის საუკეთესო დრიბლიორია

ყაზაიშვილი ამერიკული საფეხბურთო ლიგის (MLS, მეიჯორლიგა) საუკეთესო დრიბლიორია – ინფორმაციას ლიგის ოფიციალური ვებგვერდი, mlssoccer ავრცელებს.

mlssoccer-ის ვებგვერდმა საუკეთესო შემტევები სტატისტიკური მონაცემებით დაასახელა – გამოარჩიეს მოთამაშეები, რომლებიც „2019 და 2020 წლებში ამერიკულ მოედნებზე ბრწყინავდნენ“.

„მიუხედავად იმისა, რომ არცერთ თავდამსხმელს დრიბლინგში იდეალური მაჩვენებელი არ ჰქონდა, ისინი MLS-ში 2019 წელს და 2020 წლის პირველ ორ მატჩში საუკეთესოები იყვნენ. მცირე უპირატესობით პირველ ადგილზე ვალერი (ვაკო) ყაზაიშვილია – „სან-სოხეს“ შემტევი. იგი ლიდერობს დრიბლინგების რაოდენობით (100), რომელთაგან წარმატებული 68.97% იყო. მესამე ადგილზე მისი თანაგუნდელი კრისტიან ესპინოზაა – 81 დრიბლინგი“, – წერია mlssoccer-ის ოფიციალურ ვებგვერდზე.

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ისეთ ვარსკვლავს გაასწრო, როგორიც „ლოს ანჟელესის“ თავდამსხმელი კარლოს ველაა – მექსიკის ნაკრების თავდამსხმელი, რომელსაც „არსენალსა“ და „რეალ სოსიედადში“ უთამაშია. მექსიკელის 95 დრიბლინგიდან წარმატებული მხოლოდ 50% აღმოჩნდა.