ყაზაიშვილი ამერიკული ლიგის 12 საუკეთესოშია - ხშირად მისი იგნორირება ხდებოდა (ვიდეო)
საქართველოს ნაკრებისა და „სან ხოსეს“ შემტევი ნახევარმცველი ვაკო ყაზაიშვილი ამერიკული საფეხბურთო ლიგის ოფიციალურმა ვებგვერდმა „მლს სოკერმა“ ლიგის გამორჩეულ 12 მოთამაშეს შორის დაასახელა.
„მიუხედავად იმისა, რომ ამერიკიდან გასული სეზონის შემდეგ სხვა ქვეყნებში ბევრი ძლიერი ფეხბურთელი გაემგზავრა, მაგალითად ზლატან იბრაჰიმოვიჩი და უეინ რუნი, მეიჯეროლიგაში კვლავ თამაშობენ ფეხბურთელები, რომლებიც სისტემატურად მაღალ ოსტატობას აჩვენებენ. ამ ფაქტის საილუსტრაციოდ, ჩვენ გადავწყვიტეთ, ყველაზე საინტერესო შოუმენების ათეული შემოგთავაზოთ, რომელთა ნახვასაც ლიგაში შეძლებთ“, – წერს „მლს სოკერი“.
ვალერი ყაზაიშვილი ამერიკული საფეხბურთო ლიგის ოფიციალურმა ვებგვერდმა ასე დაახასიათა: „აი მოთამაშე, რომლის დასახელებაც შეიძლება გაგიკვირდეთ: გასულ სეზონში, „სან ხოსეს“ სახიფათო შემტევი ფეხბურთელი ლიგაში წარმატებული დრიბლინგების რაოდენობით ლიდერობდა, მიუხედავად იმისა, რომ 800 წუთზე ნაკლები ითამაშა, ვიდრე მეორე ადგილზე გასულმა კარლოს ველამ. ამ ფაქტისა და ვაკოს კარგი დარტყმების გათვალისწინებითაც კი, ხშირად ქართველი ფეხბურთელის იგნორირება ხდებოდა, როდესაც ლიგის საუკეთესო მოთამაშეებზე იყო ლაპარაკი“.