ყაზაიშვალმა ისევ გაიტანა – ვაკოს ბოლო ოთხ მატჩში ექვსი გოლი დაუგროვდა [ვიდეო]
„ემ ელ ესის“ (MLS) ჩემპიონატში მორიგი ტურის მატჩები გაიმართა. ვაკო ყაზაიშვილისა და გურამ კაშიას „სან ხოსემ“ 3:0 მოუგო შინ „ლოს ანჯელეს გელაქსის“.
პირველი გოლი ზლატან იბრაჰიმოვიჩის გუნდის კარში ყაზაიშვილმა გაიტანა. ეს მისი მეექვსე გოლია ივნისში – ვაკომ სამი გოლი გაიტანა აშშ-ის თასის ორ მატჩში, „ემ ელ ესის“ ჩემპიონატის წინა მატჩში დუბლი შეასრულა და ეს სერია „გელაქსისთან“ შეხვედრაში გააგრძელა.
🔥🔥VAKO IS ON FIRE! 🔥🔥
1-0 NORTHERN CALIFORNIA!#BeatLA | @SutterHealth pic.twitter.com/7ujvPc0I2h
— San Jose Earthquakes (@SJEarthquakes) June 30, 2019
ყაზაიშვილმა ლოს ანჯელესელთა წინააღმდეგ საგოლე პასიც შეასრულა – ში სალინასს გაატანინა, ბოლო გოლი კი ტომი ტომპსონმა გაიტანა.
SHEA SALINAS WHAT A STRIKE!!!!
2-0 NORTHERN CALIFORNIA!!!!!#BeatLA | @SutterHealth pic.twitter.com/MyXkw5sV1p
— San Jose Earthquakes (@SJEarthquakes) June 30, 2019
ყაზაიშვილმა და კაშიამ 90-90 წუთი შეუცვლელად ითამაშეს.
„სან ხოსეს“ წაუგებელმა სერიამ ექვს მატჩს მიაღწია. გუნდი დასავლეთ კონფერენციაში მეხუთე ადგილზეა.