ყატარში სტადიონების მშენებლობისას ნეპალელი მუშები იღუპებიან
ყატარში სტადიონების მშენებლობისას ნეპალელი მუშები იღუპებიან

სულ ცოტა 1400 ნეპალელი მუშა დაიღუპა ყატარში მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის სტადიონების მშენებლობისას. ეს ინფორმაცია ნეპალის მთავრობამ დაადასტურა, – იტყობინება „არაბ ნიუსი“.

გერმანული ტელეარხის, WDR-ის მიერ გადაღებულ დოკუმენტურ ფილმში, მოთხრობილია მუშების რთულ მდგომარეობაზე. ისინი აუტანელ პირობებში ცხოვრობენ და სიცოცხლისთვის საშიშ სამშენებლო მოედნებზე მუშაობენ.

„მე ჯერ არ მაქვს ინფორმაცია დოკუმენტური ფილმის შესახებ. მაგრამ სიმართლეა ის, რომ ნეპალელი მუშები ყატარში დაიღუპნენ. მას შემდეგ, რაც ჩვენი მუშების გაგზავნა დავიწყეთ ამ ქვეყანაში, რამდენიმე ადამიანი დაიღუპა. არ ვარ დარწმუნებული, რამდენად რეალურია ციფრი – 1400 ადამიანი. ეს უნდა დავაზუსტოთ იმ ხელისუფლებასთან, რომელიც ამ პრობლემას უკავშირდება“, – განაცხადა ნეპალის შრომის სამინისტროს წარმომადგენელმა ნარაიან რაგმიმ.

WDR-ის ფილმში აღნიშნულია, რომ დაღუპული მუშების ოჯახების განცხადებით, მათ ყატარის მხარისგან არანაირი კომპენსაცია არ მიუღიათ.