ყატარში მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატისთვის მესამე სტადიონის მშენებლობა დასრულდა
ყატარში მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატისთვის მესამე სტადიონის მშენებლობა დასრულდა

ყატარის პროექტებისა და მემკვიდრეობის უმაღლესმა კომიტეტმა გამოაცხადა, რომ მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატისთვის განკუთვნილი სტადიონის – Education City Stadium-ის მშენებლობა გრაფიკის მიხედვით დასრულდა.

ქალაქ ერ-რაიანის არენა – მესამე სტადიონია, რომელიც ყატარის მსოფლიოს ჩემპიონატისთვის აშენდა. მანამდე გაიხსნა სტადიონი „ალ-ჯანუბი“ ელ ვაკრში, აგრეთვე წარმატებით ჩაუტარდა რეკონსტრუქცია დოჰაში „ჰალიფას“ არენას.

Education City Stadium-ის ტევადობა 45 ათასია. ეს არენა საუნივერსიტეტო ქალაქის ცენტრი გახდება.

სტადიონის მშენებლობის დასრულება 15 ივნისს უნდა აღინიშნოს საზეიმო პროგრამით. ამით პატივს მიაგებენ მუშების შრომას კორონავირუსის პანდემიის დროს.

საორგანიზაციო კომიტეტში აღნიშნეს, რომ მსოფლიოს 2022 წლის არენების მომზადება გრაფიკის წინსწრებით მიმდინარეობს. დანარჩენი არენები დროულად დასრულდება ჩემპიონატამდე, რომელიც 2022 წლის 21 ნოემბერს უნდა დაიწყოს.