ყატარმა მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობა 880 მილიონად იყიდა
ყატარმა მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობა 880 მილიონად იყიდა

ყატარმა ასობით მილიონი დოლარი შესთავაზა „ფიფას“, რათა ქვეყანას მსოფლიოს 2022 წლის მასპინძლობის უფლება მიეღო.

როგორც ფოქსსპორტი (Foxsports) ამტკიცებს, არჩევნებში გამარჯვების სანაცვლოდ, ყატარმა ფიფას 880 მილიონი დოლარი გადაუხადა. ეს თანხა ორ ნაწილად გაიყო: 400 მილიონი ორგანიზაციამ მიიღო ხმის მიცემამდე, კიდევ 480 არაბულმა ქვეყანამ სამი წლის შემდეგ გადაიხადა.

ამ გარიგებაში მთავარი მამოძრავებელი ძალა გახდა ყატარის ემირი ჰამად ბინ ჰალიფ ალ-ტანი. ის არის ტელეკომპანია ალ-ჯაზირას მფლობელი, რომელმაც საიდუმლოდ 2010 წელს შესთავაზა ფიფას 400 მილიონი დოლარი მსოფლიოს 2018 და 2020 წლების მსოფლიო ჩემპიონატების ტრანსლირების უფლების მოსაპოვებლად. ეს მოხდა სამი კვირით ადრე 2022 წლის მასპინძლის არჩევნებამდე. კონტრაქტში შედიოდა პუნქტი იმაზე, რომ ფიფა მიიღებდა 100 მილიონ დოლარს საერთო თანხიდან მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ყატარი მოიგებდა არჩევნებს.

ფიფას, ჯერჯერობით, კომენტარი არ გაუკეთებია ახალ ბრალდებაზე.

ყატარში მსოფლიოს ჩემპიონატი 2022 წელს, 21 ნოემბრიდან 18 დეკემბრამდე ჩატარდება.