ყატარმა მსოფლიოს ჩემპიონატის ლოგო წარადგინა (ვიდეო)
ყატარმა მსოფლიოს ჩემპიონატის ლოგო წარადგინა (ვიდეო)

ყატარში წარადგინეს მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ოფიციალური ემბლემა. ლოგო განასახიერებს მოვლენას, რომელიც აერთიანებს და მოიცავს მთელს მსოფლიოს, ასევე ახდენს არაბული კულტურის ელემენტების დემონსტრირებას ლამაზ თამაშზე ალუზიის დახმარებით.

ლოგოზე მოღუნული ხაზი განასახიერებს უდაბნოს დიუნებს, უწყვეტი მარყუჟი გვახსენებს რვა საოცარ სტადიონს, რომლებზეც გაიმართება მსოფლიოს ჩემპიონატის მატჩები. ასევე ლოგოს ფორმა მოგვაგონებს საკულტო პრიზს – ფიფას მსოფლიოს თასს. ამასთან, ეს მარყუჟი შესრულებულია არაბული სამყაროსთვის ტრადიციული შალის თავსაბურავის სტილში, რითაც მინიშნებულია ტურნირის ჩატარების თარიღზე: მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატი პირველი იქნება ისტორიაში, რომელიც ნოემბერსა და დეკემბერში ჩატარდება.

ემბლემისთვის შექმნილი შრიფტი იძლევა ახალ შეხედულებას არაბულ კალიგრაფიაზე – მასში შერწყმულია ტრადიციები და თანამედროვეობა.