კატარის შეიხმა ოფიციალური განაცხადი შეიტანა „მანჩესტერ იუნაიტედის“ შეძენაზე #1TVSPORT
კატარის შეიხმა ოფიციალური განაცხადი შეიტანა „მანჩესტერ იუნაიტედის“ შეძენაზე #1TVSPORT

შეიხმა ჯასიმ ჰამად ალ-თანმა, რომელიც კატარის ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკის (Qatar Islamic Bank) პრეზიდენტია, განაცხადი შეიტანა „მანჩესტერ იუნაიტედის“ შეძენაზე. ის ინგლისური კლუბის ძველი გულშემატკივარია.

„შეიხმა დღეს დაადასტურა, რომ განაცხადი შეიტანა საფეხბურთო კლუბ „მანჩესტერ იუნაიტედის“ აქციათა 100 პროცენტის შესაძენად. იგეგმება კლუბისთვის ძველი დიდების დაბრუნება როგორც მინდორზე, ასევე მის მიღმა.

ამ განაცხადის არსი იმაში მდგომარეობს, რომ „მანჩესტერ იუნაიტედი“ განთქმული იყოს თავისი საფეხბურთო ოსტატობით და მიიჩნეოდეს უდიადეს საფეხბურთო კლუბად მსოფლიოში“, – წერია განცხადებაში.

კონსორციუმის განცხადებაში არ არის ინფორმაცია თანხაზე, რომელსაც ინგლისურ კლუბს სთავაზობენ.

ასევე ცნობილი ხდება, რომ კომპანია Ineos-მა, რომელიც ბრიტანელ მილიარდერს, ჯიმ რეტკლიფს ეკუთვნის, განაცხადი შეიტანა „მანჩესტერ იუნაიტედის“ შეძენაზე.