ყატარი მსოფლიოს ჩემპიონატის სტადიონებს 2020 წლის ბოლოსთვის ჩააბარებს
ყატარი მსოფლიოს ჩემპიონატის სტადიონებს 2020 წლის ბოლოსთვის ჩააბარებს

არენებს, რომლებიც მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის მატჩებს უმასპინძლებენ, ექსპლუატაციაში 2020 წლის ბოლოს შეიყვანენ, – ამის შესახებ განაცხადა ფიფას გენერალურმა მდივანმა ფათმა სამურამ.

ყატარი გახდება პირველი ქვეყანა მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში, რომელიც ყველა სტადიონს ტურნირის დაწყებამდე მინიმუმ ორი წლით ადრე ჩააბარებს, – განაცხადა სამურამ. – ერთი სტადიონი უკვე შესულია ექსპლუატაციაში, კიდევ ორს 2019 წელს აამუშავებენ. როგორც ორგანიზატორები გვარწმუნებენ, დანარჩენ ოთხ სტადიონს 2020 წლის ბოლოს ჩააბარებენ“.

ამ მომენტისთვის, სრულად მზად არის არენა „ჰალიფა“ დოჰაში, რომელიც 40 ათას მაყურებელს იტევს.