ყატარი 2032 წლის ოლიმპიადისთვის ბრძოლას იწყებს
ყატარი 2032 წლის ოლიმპიადისთვის ბრძოლას იწყებს

ყატარის ოლიმპიურმა კომიტეტმა საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში გააგზავნა წერილი, რომელშიც 2032 წლის ზაფხულის თამაშების ორგანიზების სურვილი გამოთქვა.

„დღევანდელი განცხადება საფუძველს უყრის კონსტრუქციული დიალოგის დაწყებას საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მომავალ კომისიასთან და იმის განსაზღვრას, როგორ შეიძლება ოლიმპიურმა თამაშებმა ხელი შეუწყოს ყატარის განვითარების მრავალწლიან მიზნებს, – განაცხადა ქვეყნის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა, შეიხმა ჰოან ბენ ჰამად ბინ ხალიფა ალ ტანიმ.

აღნიშნავენ, რომ 2032 წლის ოლიმპიადის ჩატარების სხვა პრეტენდენტები გახდებიან – ინდოეთი, ავსტრალია, ჩინეთი, აგრეთვე, ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის ერთობლივი განაცხადი.

ადრე ყატარმა სამჯერ შეიტანა განაცხადი ოლიმპიადის მასპინძლობაზე – 2016, 2020 და 2024 წლებისთვის.