ყატარი 2022, შესარჩევი, ევროპა - I ჯგუფის ფაქტები და სტატისტიკა [ვიდეო] #1TVSPORT
ყატარი 2022, შესარჩევი, ევროპა - I ჯგუფის ფაქტები და სტატისტიკა [ვიდეო] #1TVSPORT

ფაქტები

* 1964 წლის მაისის შემდეგ პირველად, ინგლისის ნაკრებმა ერთ მატჩში 10 გოლი გაიტანა.

* ინგლისის ნაკრებმა ერთ შესარჩევ ციკლში პირველად 39 გოლი გაიტანა.

* ჰარი კეინი მესამე ფეხბურთელია, ვინც ინგლისის ნაკრებში ერთ მატჩში ოთხი (და მეტი) გოლი გაიტანა. აქამდე, ეს დევიდ პლატმა (1993) და იან რაიტმა (1993) გააკეთეს. მათაც სან მარინოს წინააღმდეგ გამოიჩინეს თავი.

* 2021 წელს კეინმა 16 გოლი გაიტანა და გააუმჯობესა ჯორჯ ჰილსდონის რეკორდი, რომელმაც 1908 წელს 12 გოლი გაიტანა ინგლისის ნაკრებში.

* კეინმა 12 გოლი დააგროვა ამ შესარჩევ ციკლში და გაუსწრო საუკეთესო ბომბარდირ მემფის დეპაის.

* კეინს 48 გოლი აქვს ინგლისის ნაკრებში. ის დაეწია გარი ლინეკერს და ჩამორჩება მხოლოდ ბობი ჩარლტონს (49) და უეინ რუნის (53).

 

ალბანეთი-ანდორა                   1:0

გოლი: 1:0 ჩექიჩი (74)

 

პოლონეთი-უნგრეთი              1:2

გოლები: 0:1 შეფერი (37), 1:1 სვიდერსკი (62), 1:2 გაზდაგი (80)

 

სან მარინო-ინგლისი               0:10

გოლები: 0:1 მაგუაირი (6), 0:2 ფაბრი (15-საკ. კარში), 0:3 კეინი (27-პენ), 0:4 კეინი (31), 0:5 კეინი (39-პენ), 0:6 კეინი (42), 0:7 სმიტ-როუ (58), 0:8 მინგსი (69), 0:9 აბრაჰამი (78), 0:10 საკა (80)

თ      მ       ფ      წ       ბ          ქ

  1. ინგლისი         10      8       2       0       39:3       26
  2. პოლონეთი     10      6       2       2       30:11     20
  3. ალბანეთი       10      6       0       4       12:12     18
  4. უნგრეთი        10      5        2       3       19:13     17
  5. ანდორა           10      2        0       8       8:24       6
  6. სან მარინო     10      0        0       10     1:46       0