ყატარი 2022 | რამოსისა და დე ხეას გარეშე - ლუის ენრიკემ ესპანეთის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT
ყატარი 2022 | რამოსისა და დე ხეას გარეშე - ლუის ენრიკემ ესპანეთის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT

ყატარში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატისთვის ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა 26-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. ლუის ენრიკეს განაცხადში არ არიან დე ხეა და სერხიო რამოსი.

ესპანეთის ნაკრები

მეკარეები: უნაი სიმონი (ბილბაო), დავიდ რაია (ბრენტფორდი), რობერტ სანჩესი (ბრაიტონი).

მცველები: პაუ ტორესი (ვილიარეალი), ჟორდი ალბა (ბარსელონა), ხოსე გაია (ვალენსია), უგო გილამონი (ვალენსია), ერიკ გარსია (ბარსელონა), სესარ ასპილიკუეტა (ჩელსი), დანი კარვახალი (რეალი), ემერიკ ლაპორტი (მანჩესტერ სიტი).

ნახევარმცველები: სერხიო ბუსკეტსი (ბარსელონა), როდრი (მანჩესტერ სიტი), პედრი (ბარსელონა), კოკე (ატლეტიკო), გავი (ბარსელონა), კარლოს სოლერი (პსჟ), მარკოს ლორენტე (ატლეტიკო).

თავდამსხმელები: პაბლო სარაბია (პსჟ), ნიკო უილიამსი (ბილბაო), მარკო ასენსიო (რეალი), ალვარო მორატა (ატლეტიკო), ანსუ ფატი (ბარსელონა), იერემი პინო (ვილიარეალი), ფერან ტორესი (ბარსელონა), დანი ოლმო (ლაიპციგი).

ესპანეთის ნაკრები ჯგუფში გერმანიას, იაპონიასა და კოსტა რიკას დაუპირისპირდება.