ყარაგანდის „შახტარის“ ქართველი მცველი - „თბილისის დინამოს“ ასტანაში ხელოვნურ საფარის გამო გაუჭირდება #1TVSPORT
ყარაგანდის „შახტარის“ ქართველი მცველი - „თბილისის დინამოს“ ასტანაში ხელოვნურ საფარის გამო გაუჭირდება #1TVSPORT

ყარაგანდას „შახტარის“ ქართველმა მცველმა, ანტონ თოლორდავამ Meta-ratings-თან ინტერვიუში ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო რაუნდში „დინამო თბილისისა“ და „ასტანას“ მოახლოებულ შეხვედრაზე ისაუბრა.

„პირველ რიგში, იმას ვიტყვი, რადგან მატჩი ასტანაში ხელოვნურ მოედანზე გაიმართება, „დინამო თბილისს“ თამაში გაუჭირდება. „ასტანაში“ ყაზახეთის ნაკრების ბევრი გამოცდილი ლეგიონერი და მოქმედი ფეხბურთელია.

შემიძლია, ვთქვა, რომ თამაში საინტერესო იქნება, თუ გავითვალისწინებთ, რომ „დინამოში“ შეკრიბილები არიან საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ლიდერები, რომლებმაც თავი კარგად გამოიჩინეს ევროპის ჩემპიონატზე.

ვფიქრობ, ორივე გუნდი ერთნაირი დონის არის და, შესაბამისად, შანსებიც თანაბარია. მატჩებიც დაძაბული და საინტერესო იქნება“, – განაცხადა თოლორდავამ.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე „დინამო თბილისი“ ყაზახეთის მოქმედ ჩემპიონს, „ასტანას“ დაუპირისპირდება. პირველი შეხვედრა „ასტანა არენაზე“ 12 ივლისსაა დაგეგმილი, საპასუხო მატჩი 19 ივლისს თბილისში, „დინამო არენაზე“ გაიმართება.