ყანდაღარის პროვინციაში ასაფეთქებელი მოწყობილობის ამოქმედებას სულ მცირე 16 ადამიანი ემსხვერპლა

16:06, 22.05.2018

ყანდაღარის პროვინციაში ასაფეთქებელი მოწყობილობის ამოქმედებას სულ მცირე 16 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 40-მდე პირი.

გავრცელებული ინფორმაციით, ასაფეთქებელი მოწყობილობა ერთ-ერთ სახელოსნოსთან აღმოაჩინეს, თუმცა სამართალდამცველებმა მისი გაუვნებელყოფა ვერ მოასწრეს, რადგან აფეთქება გამნაღმველების მისვლამდე განხორციელდა.

ტერაქტზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია.

მსგავსი