ყალბი ფულის გასაღების ბრალდებით თურქეთის მოქალაქე დააკავეს
ყალბი ფულის გასაღების ბრალდებით თურქეთის მოქალაქე დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე თურქეთის მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მიმდინარე წლის იანვარში, გაასაღა 20 000 აშშ დოლარის ოდენობის, სხვადასხვა ნომრის მქონე, 200 ცალი ყალბი 100 დოლარიანი კუპიურა, რომელიც შემდგომში ამოღებულ იქნა საგამოძიებო მოქმედებების შედეგად“, – აცხადებენ უწყებაში.

გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით.