ყაჩაღობის საქმეზე დაკავებისას, ორმა პირმა „ქარვასლასთან“ პოლიციას ცეცხლი გაუხსნა [ფოტო]
ყაჩაღობის საქმეზე დაკავებისას, ორმა პირმა „ქარვასლასთან“ პოლიციას ცეცხლი გაუხსნა [ფოტო]

ყაჩაღობის საქმეზე დაკავებისას, ორმა პირმა „ქარვასლასთან“ პოლიციას ცეცხლი გაუხსნა. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს.

არსებული ინფორმაციით, დაკავებულმა პირებმა დღის საათებში თემქაზე სახლი დააყაჩაღეს. შსს ცოტა ხნის წინ მათ კვალზე გავიდა, რა დროსაც აღნიშნული შემთხვევა მოხდა.

„ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში პოლიციამ ორი პირი დააკავა. სავაჭრო ცენტრ „ქარვასლასთან“ დაკავების დროს დამნაშავეებმა პოლიციას წინააღმდეგობა გაუწიეს და ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს.

მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებები. გამოძიება სსკ-ის 179-ე მუხლით მიმდინარეობს“, – განუცხადეს საქართველოს პირველ არხს შსს-ს პრესსამსახურში.

დატოვე კომენტარი