წყლის დეფიციტის გამო, ირანის პროვინცია ხუზესტანში მეხუთე დღეა, აქციები გრძელდება
წყლის დეფიციტის გამო, ირანის პროვინცია ხუზესტანში მეხუთე დღეა, აქციები გრძელდება

ირანის ისლამური რესპუბლიკის პროვინცია ხუზესტანში არსებული წყლის მწვავე დეფიციტის გამო, მეხუთე დღეა, საპროტესტო აქციები გრძელდება.

მედიის ინფორმაციით, მომიტინგეები გზების ბლოკირებას ახდენენ, რომლის საპასუხოდ უსაფრთხოების ძალები ცრემლსადენ გაზს იყენებენ. პროტესტი პროვინციის რიგ ქალაქებში – აჰვაზში, რამჰორმოზში და სუსანგერდში გრძელდება.

ძალოვან სამსახურებთან შეტაკებებისას სულ მცირე ორი ადამიანია დაღუპული.

ხუზესტანის პროვინცია ძირითადად ეთნიკურად არაბი უმცირესობითაა დასახლებული.