წყალტუბოში, შოთა არველაძის ღია ვარჯიშებში „სამგურალის“ მწვრთნელებიც ჩაერთვებიან #1TVSPORT
წყალტუბოში, შოთა არველაძის ღია ვარჯიშებში „სამგურალის“ მწვრთნელებიც ჩაერთვებიან #1TVSPORT

წყალტუბოს „სამგურალმა“ ოფიციალური განცახდება გაავრცელა შოთა არველაძის ღია ვარჯიშებთან დაკავშირებით. ცნობილი გახდა ვარჯიშის დრო და თარიღი.

„ვეტერანი ქართველი ფეხბურთელი და მწვრთნელი, ეროვნული ნაკრების საუკეთესო ბომბარდირი, შოთა არველაძე, დასავლეთის ტურის ფარგლებში, წყალტუბოში, სამგურალის აკადემიის ფეხბურთელებისთვის ღია ვარჯიშს ჩაატარებს.

ვარჯიში 3 ივნისს, შაბათს, 11:00 საათზე „სამუგრალის“ ცენტრალურ სტადიონზე გაიმართება. საწვრთნელ პროცესში შოთა არველაძესთან ერთად მონაწილეობას „სამგურალის“ მწვრთნელებიც მიიღებენ.

ვარჯიშზე დასწრება შეუძლიათ როგორც აკადემიის ფეხბურთელებს და მშობლებს, ისე სამგურალის გულშემატკივარს და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს“, – წერია „სამგურალის“ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ შოთა არველაძემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც რეგიონებში ღია ვარჯიშების გამართვა დაანონსა. ის ვარჯშებს ქუთაისში, წყალტუბოში, ბათუმში, ფოთში, ოზურგეთსა და ჩოხატაურში გამართავს.