წყალტუბოს „სამგურალმა“ სამი მოთამაშე დაიმატა #1TVSPORT
„სამგურალმა“ საფეხბურთო სეზონის განახლებამდე სამი ახალი ფეხბურთელი წარადგინა.
ორი მათგანი ბრაზილიელია – 23 წლის ცენტრალური მცველი პაბულო რაიანი და 27 წლის თავდამსხმელი ველისონ ოლივეირა, ერთი კი ქართველი – 21 წლის მარჯვენაფლანგელი თემურ გოგნაძე.
პაბულო რაიანი „სამგურალს“ ბრაზილიური „მანაუარადან“ შეუერთდა და ზაფხულის ოთხივე ამხანაგურ მატჩი ჩაატარა – ის გუნდში 39-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
ოლივეირა „სამგურალში“ ავსტრალიური „ნიუკასლ ჯეტიდან“ გადავიდა. ბრაზილიელი შემტევი 9-ნომრიან მაისურს მოირგებს.
თემურ გოგნაძე თბილისის „დინამოს“ აღზრდილია და ბოლოს „თელავში“ გამოდიოდა. გოგნაძე „სამგურალში“ 22-ნომრიანი მაისურა გადაეცა.
„სამგურალი“ „გონიოსთან“ საქართველოს თასის 1/16-ფინალური მატჩისთვის ემზადება – შეხვედრა ბათუმში 20 ივლისს 20:00 საათზე დაიწყება.