წყალტუბოს „სამგურალი“ ოთხ მოთამაშეს დაემშვიდობა #1TVSPORT
წყალტუბოს „სამგურალი“ ოთხ მოთამაშეს დაემშვიდობა #1TVSPORT

წყალტუბოს „სამგურალში“ მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებები დაიწყო, – ამის შესახებ კლუბის პრესსამსახური იუწყება.

დავით მაისაშვილს „სამგურალთან“ კონტრაქტი დაუსრულდა და კლუბი დატოვა. გამოცდილმა ცენტრალურმა მცველმა გუნდში ორი სეზონი გაატარა, 62 შეხვედრაში ითამაშა და ხუთი გოლი გაიტანა. კარიერას სხვაგან გააგრძელებს 27 წლის იაპონელ ლეგიონერი ტაიკი კაგაიამააც (29 მატჩი, 6 გოლი).

„სამგურალთან“ საიჯარო ხელშეკრულება ორ მოთამაშეს დაუსრულდა – ფრანგულ „ამიენში“ დაბრუნდა 22 წლის ბენინელი შემტევი შარბელ გომეზი (31 მატჩი. 4 გოლი, 3 საგოლე პასი), ხოლო 21 წლის ბრაზილიელი ლეგიონერი ლეანდრო ლიმა – ჩეხურ „პარდუბიცეში“.

წყალტუბოს „სამგურალი“ გასულ სეზონში ეროვნულ ლიგაში მეხუთე ადგილი გავიდა, საქართველოს თასის ფინალშიც ვერ მოხვდა და ევროსაგზური ვერ მოიპოვა. შედეგად, პოსტი დატოვა უკრაინელმა მწვრთნელმა, ოლეკსანდრ პოკლონსკიმ, რომელიც გუნდის სპორტულმა დირექტორმა, მიხეილ აშვეთიამ შეცვალა.