წყალში ხტომა | ჭოლა ჭანტურია მსოფლიო ჩემპიონატზე იმსაჯებს #1TVSPORT
პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, წყალში ხტომის საერთაშორისო კატეგორიის ქართველი არბიტრი ჭოლა ჭანტურია სინგაპურში, მსოფლიო ჩემპიონატზე იმსაჯებს.
მსგავსი რანგის ტურნირზე ქართველი მსაჯის მიწვევა იმის წინაპირობაა, რომ ჭანტურიამ, შესაძლოა, 2028 წლის ლოს ანჯელესის ოლიმპიურ თამაშებზე იმსაჯოს, რაც ქართული საწყლოსნო სპორტის სახეობისთვის უდიდესი წარმატება იქნება.
ჭოლა ჭანტურია საქართველოს წყალში მხტომელთა ნაკრების ყოფილი წევრია, რომელიც საერთაშორისო კატეგორიის არბიტრი გახლავთ – მან რამდენიმე მაღალი რანგის საერთაშორისო ტურნირზე უმაღლესი შეფასება დაიმსახურა.
წყალში ხტომის მსოფლიოს ჩემპიონატი 2025 წლის 23 ივლისიდან 3 აგვისტოს ჩათვლით სინგაპურში გაიმართება.